დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში ახალი ტურისტული ცენტრი, სვანური კოშკი და მაჩუბი შენდება. მიმდინარე სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
21 ივნ 2026
 
დმანისში ახალი ტურისტული ცენტრი, სვანური კოშკი და მაჩუბი შენდება. მიმდინარე სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
აღნიშნული კომპლექსი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შენდება და მისი საერთო ღირებულება 1 664 196 ლარს შეადგენს.
პროექტის დასრულების შემდგომ დმანისში ახალი ტურისტული ცენტრი ამოქმედდება, რომელიც უმნიშვნელოვანეს სარგებელს მოუტანს მუნიციპალიტეტს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის შიდა და საერთაშორისო ტურისტების ნაკადს, რაც დმანისს, როგორც უძველესი ისტორიის მქონე მხარეს, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მსოფლიო რუკაზე და, ამასთანავე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა კულტურული ტრადიციის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას.
​დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ და კულტურულ წინსვლას, რაც კიდევ უფრო პოპულარულს გახდის დმანისს, როგორც უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კუთხეს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 588
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივნ 15 ორშ 2026
1599
ივნ 08 ორშ 2026
1601