დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა ახალგაზრდული სათათბიროს ახლად არჩეულ წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სათათბიროს სამთვიანი სამუშაო გეგმა განიხილეს. იმსჯელეს მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებსა და ინიციატივებზე.
განიხილეს რეკომენდაციების შესრულების ვადები, რომლებიც სათათბირომ მერს 2025 წელს წარუდგინა.
კობა მურადაშვილის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას და ჩართულობას მუნიციპალიტეტში დაგეგმილ იმ პროექტებსა და ინიციატივებში, რომელიც ადგილობრივ დონეზე ხორციელდება.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































