დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.
კობა მურადაშვილმა დმანისში მცხოვრებ მუსლიმებს რამადანის თვე და დამდეგი რამადან-ბაირამი მიულოცა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
იფთარს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით შერაზადიშვილი,
საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ფაიგ ნაბიევი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მუფთი ეტიბარ ემინოვი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ანარ სულეიმანოვი და სხვა ოფიციალური პირები.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































