თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცეს
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს მათ განსაკუთრებულ როლს საზოგადოების საგანმანათლებლო ცხოვრებაში.
„თქვენი შრომა, რომელიც წიგნიერების პოპულარიზაციას ემსახურება, ფასდაუდებელია. გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ენერგიას და ბევრ ერთგულ მკითხველს,“- აღნიშნა მათთან შეხვედრისას კობა მურადაშვილმა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































