დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მიმდინარე პროექტები დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, მისმა პირველმა მოადგილემ, იოსებ ალიბეგაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, ერთდროულად სამი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ქალაქ დმანისში სრული რეაბილიტაცია უტარდება გაბაშვილისა და რუსთაველის ქუჩებს, ხოლო სოფელ ჯავახის მისასვლელ გზაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბეტონის საფარი ეწყობა.
გზებთან ერთად სრულად განახლდება სანიაღვრე და წყალარინების სისტემებიც. პროექტების დასრულების შემდეგ მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებასა და ცხოვრების ხარისხს.
სამივე პროექტის ფარგლებში ჯამში 2 კილომეტრამდე გზა მოეწყობა, ხოლო მათი საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.
მიმდინარე სამუშაოები მერთან ერთად მისმა პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































