დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა მერიის მიმდებარე ტერიტორია გაამწვანეს.
20 ივნ 2026
 
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა მერიის მიმდებარე ტერიტორია გაამწვანეს.
გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი და თემურ ზურაბიშვილი.
​აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც „სერვის ჯგუფის“ ორგანიზებით განხორციელდა, წმინდა ნინოს ქუჩაზე, მერიის მიმდებარედ და ცენტრალურ პარკში ჯამში 86 ძირი სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მცენარე დაირგო.
​„მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებასა და კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას, რაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, — განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 203
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    ივნ 15 ორშ 2026
    605
    ივნ 08 ორშ 2026
    640