დმანისში ახალი ტურისტული ცენტრი, სვანური კოშკი და მაჩუბი შენდება. მიმდინარე სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
აღნიშნული კომპლექსი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შენდება და მისი საერთო ღირებულება 1 664 196 ლარს შეადგენს.
პროექტის დასრულების შემდგომ დმანისში ახალი ტურისტული ცენტრი ამოქმედდება, რომელიც უმნიშვნელოვანეს სარგებელს მოუტანს მუნიციპალიტეტს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის შიდა და საერთაშორისო ტურისტების ნაკადს, რაც დმანისს, როგორც უძველესი ისტორიის მქონე მხარეს, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მსოფლიო რუკაზე და, ამასთანავე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა კულტურული ტრადიციის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ და კულტურულ წინსვლას, რაც კიდევ უფრო პოპულარულს გახდის დმანისს, როგორც უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კუთხეს.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































