დმანისში „ქართულ-შვეიცარიული ურთიერთობების ისტორიების“ ამსახველი საინფორმაციო გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია XIX-XX საუკუნის შვეიცარულ-გერმანულ დასახლებებს, მეურნეობებსა და ადგილობრივ კულტურულ მემკვიდრეობას ასახავს.
გამოფენის გახსნას ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი, შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჟაკლინ ჯეიკობ-გალმანი ესწრებოდნენ.
ღონისძიება შვეიცარიის საელჩოს ინიციატივითა და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ჩართულობით გაიმართა.
დამთვალიერებლებს გამოფენის მონახულება 18 აგვისტომდე შეეძლებათ.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































