საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პირველი ევროპელი“-ს ორგანიზებით დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე მოწვეული იყო მგალობელ ვაჟთა გუნდი რუსთავიდან. შესრულდა როგორც საგალობლები, ასევე ქართული ხალხური სიმღერები. საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, დაინტერესებული საზოგადოება.
ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“- ის ფარგლებში ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილმა მსახიობებმა დღეს ბავშვებთან ერთად მოაწვეს ქუჩის თეატრალიზებული მსვლელობა ე.წ. „ბარაბან-შოუ“. ბავშვებისთვის კინოჩვენებამდე გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა თემაზე „ქართული ანიმაციის ისტორია“. გამარჯვებულებმა საჩუქრად მიიღეს ანიმაციური ფილმების DVD დისკები. ფესტივალის დასასრულს ნაჩვენები იყო ვორქშოპზე შექმნილი 1 წუთიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც მაყურებელს თავად ავტორებმა წარუდგინეს.
„ანიმაციის განვითარების ფონდი“-ს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით დღეს დაიწყო ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“.
ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და მუნიციპალიტეტში მოიცავს ორ დღეს: 21-22 მაისს. გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ანიმაციური ფილმების DVD დისკებს. ფესტივალის დასასრულისთვის ნაჩვენები იქნება ვორქშოპზე შექმნილი 1 წუთიანი ანიმაციური ფილმი, რომელსაც მაყურებელს თავად ავტორები წარუდგენენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დღეს დმანისის ააიპ დმანისის ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში კლასიკური მუსიკის თანხლებით მოეწყო ბავშვთა ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიების ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ძველი, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფერწერული, ხეზე ნაკვეთი და თექაზე შესრულებული ნამუშევრები. გამოფენა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში კლასიკური მუსიკის თანხლებით მოეწყო ხატვის და ხალხური რეწვის სტუდიების ბავშვთა ნამუშევრების და ეთნოგრაფიული მასალის, თემატური წიგნებისა და ფოტო გამოფენები. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
თეატრალური სტუდია ბერიკების მიერ შესრულდა საქართველოს დამოუკლიდებელი რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი ,,ჩემი ხატია სამშობლო“.
დმანისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე - კატეგორია:
სახნავი,სათიბი, საძოვარი გამოცხადებულია აუქციონი ‼️
დეტალები იხილეთ ბმულზე www.eauction.ge
კონფერენციაზე ასევე მოხდა ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარდგენა.
დღევანდელ ფორუმს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეები და მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.
ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტში 2018 წლის 1 მარტიდან დაიწყო სამწლიანი პროექტი, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის გამოვლენას, მართვის გაუმჯობესებასა და სკრინინგს გულისხმობს. პროგრამის განხილვის სამუშაო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რომელსაც პროექტში ჩართული ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ველოტურის, „საქართველო მშვიდობისთვის“ ორგანიზატორის ნოდარ ბერიძეს მასპინძელი იყო. ცნობილი ველომრბოლელი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა და მის მიერ დაგეგმილი ველოტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ველომარათონის ფარგლებში, ნოდარ ბერიძემ, ევროპისა და აზიის კონტინენტი მოიარა და საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა.
როტარი კლუბი "თბილისი საერთაშორისო" და არასამთავრობო ორგანიზაცია ე ქოლ თუ სერვ (აქთს) ჯორჯიას ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში უსაფრთხო ორსულობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, დაინტერესებული საზოგადოება.
გიორგი ტატუაშვილი ოჯახში პირადად ეწვია სოფელ ამამლოში მცხოვრებ ფაშა ასლანოვს, მიულოცა დღევანდელი დღე, უსურვა მხნეობა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა სასაჩუქრე კალათი. დმანისის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში გაწვეული იყო სულ 2500 კაცი, მათგან ბრძოლის ველზე დაიღუპა 1900 მებრძოლი. დაღუპული გმირების პატივსაცემად მემორიალები შეიმკო ყვავილებით და დაინთო სანთლები.
დღეს დმანისის N1 საბავშვო ბაღის სასკოლო ჯგუფში მხიარული სტარტები გაიმართა, რომელშიც ორი ჯგუფი იღებდა მონაწილეობას "პეპელა" და "ჭიამაია". ღონისძიებამ საკმაოდ თბილ და მხიარულ გარემოში ჩაიარა. ბავშვები მათთვის დამახასიათებელი გულწრფელობითა და სილაღით ასრულებდნენ სხვადასხვა გამოსვლებს, როგორც შემეცნებით ისე სპორტული მიმართულებით.
ამ წუთებში მიგრაციის თემაზე სამუშაო შეხვედრა იმართება. სამუშაო შეხვედრას, რომელიც ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ, ესწრებიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დამტკიცდა დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ღობნისძიებათა 2018 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
მიმდინარე წლის 3 მაისს ქალაქ რუსთავში "სიდას" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და უწყებათაშორისი თანამშრომლობის როლი დანაშაულის პრევენციაში". შეხვედრას ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ჟვანიამ ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი შეაფასეს.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაში სამუშაო სეხვედრა გაიმართა პროექტის "წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად" და "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის" ფარგლებში.
დღეს ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართება ღონისძიება "წიგნი ცოდნის დედაა", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკების თანამშრომლებმა, აქტიურმა მკითხველებმა და მოსწავლეებმა.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ისაუბრეს ქართული სტამბისა და ქართული წიგნის წარმოშობის ისტორიაზე, გააჟღერეს ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები წიგნზე. სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტურისტული ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს.
მიმდინარე წლის 24 - 25 აპრილს „ახალგაზრდული ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში სოფელ განთიადის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა მუნიციპალური ეტაპი მინი-ფეხბურთში, სადაც მონაწილებას იღებდა დმანისის მუნიციპალიტეტის 14 სკოლის გუნდი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
487
თებ 24 სამ 2026
973
თებ 14 შბ 2026
1056

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















