21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება. საერთაშორისო ღონისძიებების მთავარი მიზანი დაუნის სინდრომთან დაკავშრებით საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა.
,,თანასწორი განვითარების ხელშეწყობისათვის სასურველია გაიზარდოს მუშაობა თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალბატონების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათი ინფორმირება მოქმედი პროექტების შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მცირე ბიზნესის წარმოება, რაც მათ მისცემს მეტ დამოუკიდებლობას" - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.
მიმდინარე წლის 8 მარტს ,,დმანისის ახალგაზრდული ცენტრის" ორგანიზებით ახალგაზრდები დმანისის ააიპ ,,სათნოების სახლის" ბენეფიციარებს ესტუმრნენ და 8 მარტი მიულოცეს. სიმღერებით და ლექსებით გაახალისეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება ჩატარდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის(PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ საერთაშორისო სააგენტოს(USAID)-ის ფინანსური მხარდაჭერით
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში საღამო გაიმართა, რომელიც დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა: ირინოლა, შგარიდა, დმანისური აისი, ბავშვთა საესტრადო და ხალხური სიმღერის, თეატრალური და ცეკვის, სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელმა სტუდიებმა.
დმანისის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ქალაქ დმანისის N1 და სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლებში ჩატარდა შიდასასკოლო ინტელექტუალური კონკურსი „წიგნის თარო“. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი წარმატებული გადაცემის „წიგნის თაროს“ ანალოგს. მისი მიზანი იყო ახალგაზრდებში აემაღლებინა წიგნიერების დონე.
სამეჯლისო და სპორტული ცეკვების ღია საკლუბო ჩემპიონატი“ მცხეთა-მთიანეთის თასი-2017“ - ში საჩვენებელ და ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდიის ანსამბლის ,,D-ansi” მოცეკვავეთა ჯგუფმა.
პირველი ხარისხის დიპლომი გადაეცა 6 წლის კატო ადუაშვილს, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები მოიპოვეს: მარი გადრანმა, მარი ღარიბაშვილმა, თიკა კავლელაშვილმა, ბაჩო სიხუაშვილმა, ელენე და ბარბარე დევნოზაშვილებმა, ქეთი ვიბლიანმა, თეთუ ჩხეტიანმა და დეა დიმოპოლუსმა.
2017 წლის 4 და 5 მარტს განთიადის მინი სტადიონზე გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ეტაპი ფეხბურთში. ორგანიზატორი იყო დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, კოორდინატორი საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია. გამარჯვება მოიპოვა ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის გუნდმა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი.
ძიუდოს აკადემიაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, დმანისელმა ძიუდოისტებმა: ვანო ნინიაშვილმა -ოქროს, დავით ფილფანმა -ვერცხლის, ბაგრატ ნინიაშვილმა - ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ სამივე სპორტსმენი უახლოეს პერიოდში გაემგზავრება ევროპის თასზე პეტერბურგში, სადაც შეეცდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურების მოპოვებას.
მიმდინარე წლის 1 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე, პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. სტუდენტებმა გამგებელს გააცნეს პროექტის მიზნები და ამოცანები. გამგებელმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს აქტიურობისთვის და პროექტის ფარგლებში თანამშრომლობას დაპირდა.
მიმდინარე წლის 1 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა სოციალური აქციის ფარგლებში, სოფელ ირგანჩაიში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს ზარნიშან გასიმოვას გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლი და საკვები პროდუქტები გადასცეს.
გოგი ბარბაქაძე მოადგილესთან ერთად დაესწრო ქართული ენის გაკვეთილს სადაც აზერბაიჯანელი ბავშვები ქართულ ენას ეუფლებიან პროექტის ფარგლებში ,,ასწავლე საქართველოსთვის" .
გამგებელი პედაგოგიურ კოლექტივს დამატებითი კლასგარეშე ლიტერატურის შეძენას დაპირდა.
ნახევარფინალური ტურისთვის საქართველოს მასშტაბით შეირჩა 100 სკოლა. მათ შორის მოხვდა სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის გუნდი. შეხვედრაზე საჯარო სკოლას მიღწეული წარმატებისთვის გადაეცა კონკურსის ორგანიზატორებისაგან სერტიფიკატი, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტისაგან სამახსოვრო საჩუქარი. საჩუქარი გუნდის ლიდერს გადასცა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.
2017 წლის 24 თებერვალს ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ეტაპი მაგიდის ჩოგბურთში. ღონისძიების ორგანიზატორი იყო დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, კოორდინატორი საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია. გამარჯვება მოიპოვეს სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები.
23 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ მხარის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა. საბჭოს წევრებმა რეგიონული პროექტების მიმდინარეობა შეაფასეს და განხორციელების პროცესში შესატანი ცვლილებები განიხილეს. მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა რეგიონის ერთიან სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებაც იმსჯელეს და საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წარმოადგინეს.
| მიმდინარე წილის 17 თებერვალს სოფელ ბოსლებში საბავშო ბაღი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა სართაშორისო კავკასიაში“ დაფინანსებით განხორციელდა. შეხვედრას ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები |
დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე დასუფთავების კამპანიის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან გარემოს დასუფთავებას, 2017 წლის 23 თებერვალს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და ააიპ კომუნალური სამსახურის ძალისხმევით, სოფელ კამარლოში მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებისაგან.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტისთვის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი, შვიდი და ცამეტი კუბური მოცულობის ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა. უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტს 100 ახალი ნაგვის კონტეინერებიც შეემატება. კონტეინერები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბნებში განთავსდება.
2017 წლის 18-19 თებერვალს ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ეტაპი ფრენბურთში. ორგანიზატორი იყო დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, კოორდინატორი საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია. როგორც ვაჟებში ისე გოგონებში გამარჯვება წილად ხვდათ ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის გუნდებს (პედაგოგი ალექსანდრე დაუთაშვილი). გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები.
დმანისის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გაწმენდილია სოფლებში (ირგანჩაი, დაგარახლო, იფნარი, კიზილაჯლო) მისასვლელი გზის საფარი.
აღნიშნულ სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში მონიტორინგს უწევდნენ გამგეობის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის განვითარების სამსახურის თანამშრომლები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
464
თებ 24 სამ 2026
955
თებ 14 შბ 2026
1043

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















