მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტის „სპორტი ჩემს ეზოში“ დახურვის ცერემონია გაიმართა. მხატვრული ნამუშევრების კონკურსის ფინალურ ეტაპზე, რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდა შემოქმედებმა თემატური მხატვრული ნამუშევრები წარმოადგინეს.
ნორჩ მხატვრებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრში გაიმართა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი თეკლა დევდარიანის დასახმარებლად, რომელსაც ესაჭიროება ორივე თვალის ტრანსპლანტაცია.
დმანისელი მოსახლეობის ერთსულოვნებით შეგროვილი თანხა (2463 ლარი) თეკლა დევდარიანის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა.
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ საახალწლო მზადება 21 დეკემბრიდან დაიწყო. საახალწლო მორთულობით გალამაზდა ქალაქის ქუჩები.
დმანისის მუნიციპალიტეტის პირველ პირთებთან ერთად ახალი წლის მოსალოცად მოწვეული იქნებიან სასულიერო პირებიც.
12 საათზე ღონისძიებას დაასრულებს ,,ფეიერვერკი“ როგორც სცენაზე, ასევე ღია ცის ქვეშ.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და დმანისის თვითმმართველობის მხარდაჭერით პროექტ „ადგილობრივი საბჭო“-ს ფარგლებში ქალაქ დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს „ადგილობრივი საბჭოს“ ფუნქციებსა და რეგიონში გავრცელებული დანაშაულების შესახებ. განიხილეს ისეთი სახის დანაშაულებები, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.
მიმდინარე წლის 18 დეკემბერს სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
უფასო სამედიცინო აქცია ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის შენობაში, „კლინიკა ვაკეში“ – მ გამართა.
ქეთევან მარტიაშვილი - ,,ქალთა ოთახის" ხელმძღვანელი
- გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა16 დღიან კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ, გაიმართა ვიზუალური აგიტაცია, ამ აქციის საშუალებით ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას.
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამხმარე ეტლებთან ერთად საკვები პროდუქტებიც გადასცეს. საკვები პროდუქტები გადასცეს ასევე საქართველოს უსინათლოთა კავშირის დმანისის ფილიალის 27 წევრს.
ქალაქ დმანისის N2 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. სამეცადინო და საძინებელ ოთახში გადაიტიხრა ჭერი, მოეწყო ხის იატაკი, მოხდა კედლების შეფინთქვა და შეღებვა.
მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ქალაქ დმანისში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გეზრბენში (კროსი გოგონებისათვის 500 მეტრი, ვაჟებისათვის 800 მეტრი).
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, ქვემო ქართლის რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ სკოლამდელი განათლების განვითარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ქალთა ოთახში" გაიმართა შეხვედრა თემაზე ,,მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა". დისკუსიამდე მოეწყო ფილმის ჩვენება აღნიშნულ საკითხზე.
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა. მობილური ლაბორატორია განთავსებული იყო ქალაქ დმანისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობაში.
მიმდინარე წლის 25 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ქალთა ოთახში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ინკლუზიური შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის საქველმოქმედო გეგმების შემუშავებას დაეთმო.
24 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა. სამუშაოშეხვედრაარასამთავრობოორგანიზაცია „აზერბაიჯანელქალთაკავშირის“ ინიციატივითგაიმართა, რომლისწევრებმაწარმოადგინესპროექტისახელწოდებით „აქტიურიმოქალაქედემოკრატიისგარანტია“.
მიმდინარე წლის 21 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრში გაიმართა ვაჟა აზარაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო. ვაჟა აზარაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი ბარბაქაძეს და დარბაზში მყოფ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისათვის.
,,სუფთა სახლი" საზოგადოებას სთავაზობს გერმანული ფირმის ,,Bode Chemie Hamburg" - ის მაღალხარისხოვან სადეზინფექციო საშუალებებს კვების ობიექტების და წარმოებისათვის. შეხვედრა ორგანიზებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ.
მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურატურის, ბოლნისისა და დმანისის შინაგან საქმეთა სამმართველოების, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების გამგეობების, საკრებულოების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ბოლნისისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ქ.ბოლნისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების:
სხდომა გახსნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ. მიესალმა სამოქალაქო საბჭოს წევრებს, მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და 2016 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა.
ღია გაკვეთილის ფორმატში გომარეთელ ახალგაზრდებთან ერთად შოთა რუსთაველისა და „ვეფხისტყაოსანის“ შესახებ ისაუბრეს.
ამავე დღეს , ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივითა და რეგიონალური განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის საჯარო სკოლაში ,,სახალისო სტარტები“ გაიმართა. აქტივობების მიმდინარეობის პროცესს რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრო დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
453
თებ 24 სამ 2026
938
თებ 14 შბ 2026
1034

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















