დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

დმანისის მუნიციპალიტეტი USAID -ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, იწყებს მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების პროცესი
09 აგვ 2023
 

დმანისის  მუნიციპალიტეტი USAID -ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში  და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, იწყებს  მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების პროცესს. კვლევის ფარგლებში ჩატარდება ფოკუს ჯგუფი. მიღებული შედეგები დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ საქმიანობა და მონაწილეობითი დემოკრატიის ხარისხი.

ამ მიზნით, 18 აგვისტოს, გიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების, სათემო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებსა და აქტიურ მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღოთ ფოკუს ჯგუფში და გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები მუნიციპალიტეტში მიმდინარე მონაწილეობითი პროცესების შესახებ.

ფოკუს ჯგუფი გაიმართება ონლაინ შეხვედრის ფორმატში.

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე 15 აგვისტოს ჩათვლით:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSehDXuJVdo5lfou9Oi_gV3lGRpYR86IPBuvHZtXcfgR7rOKWQ/viewform

 

თითოეული ფოკუს ჯგუფის შემადგენლობა : 8- 12 ადამიანი.

მონაწილეები შეირჩევიან სექტორული ბალანსის კრიტერიუმის დაცვით. შერჩეულ მონაწილეებს ფოკუს ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას  რეგისტრაციის შემდგომ მოგაწვდით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2529
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
99
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    99