დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
საჯარო ინფორმაცია

 

მუნიციპალური სერვისი - ქალთა ოთახი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის თვთმმართველობის შენობაში ახალი მუნიციპალური მომსახურების სერვისი შეიქმნა

2014 წლის  20 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე გაიხსნა მუნიციპალური მომსახურების ახალი სერვისი ,,ქალთა ოთახი“, რომელიც ემსახურება თვითმმართველობის შენობაში ვიზიტად მყოფ ქალებს და ბავშვებს. პროექტი განახორციელა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსმა“ პროგრამის ფარგლებში ,,გენდერული თანასწორობა და ადგილობრივი თვითმმართელობა“. ოთახი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი საოფისე მომსახურებით, მოეწყო წიგნის თაროები, სადაც განლაგდა ორგანიზაციის მიერ საჩუქრად გადმოცემული საბავშვო, სასკოლო, მხატრული, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა სახეობის წიგნები, კომპიუტერები, რომელიც მოემსახურება ვიზიტორებს ინტერნეტით, მოეწყო ,,საბავშვო კუთხე“, რაც მშობელს საშუალებას მისცემს ისარგებლოს აღნიშნული მომსახურებით და დროულად განახორციელოს მისთვის სასურველი საქმიანი შეხვედრა შესაბამის სამსახურში. 

საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წელს მიღებული გენდერული თანასწორობის კანონი აყალიბებს ახალ სამუშაო ჩარჩოს, სადაც ქალთა ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ აღნიშნული მიმართულებით ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში (დმანისი, თეთრი წყარო, წალკა) ,,მერსი ქორფსმა“ დაიწყო სრულიად ახალი სერვისის ქალთა მომსახურების ცენტრის განხორციელება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის როლს საზოგადოებაში.

 ,,ქალთა ოთახში“ მომუშავე თანამშრომელი იქნება საკონტაქტო პირი გენდერული ორგანიზაციებისათვის მის მუნიციპალიტეტში, თანამშრომლები რწმუნებულების მეშვეობით უზრუნველყოფენ სოფლად მცხოვრები ქალებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება/მიწოდებას, ნაყოფიერი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი პროექტი მათ საშუალებას მისცემს შეიმუშაონ გენდერული თანასწორობისა და კარგი მმართველობის პრინციპების პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელსაც შემდგომ გამოიყენებენ რეგულარულად.

ახალი მუნიციპალური სერვისის, ქალთა ოთახის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : https://www.facebook.com/qalta.otaxi/

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1499
 
 
 
საჯარო ინფორმაცია
იან 00
934
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
აპრ 23 სამ 2024
588