მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ქალაქ დმანისში სასწავლო და სარეაბილიტაციო სამედიცინო დაწესებულების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ცერემონიალს ამერიკის ელჩი ესწრებოდა.
,,დაწესებულება ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის, ასევე ჯარისკაცებისა და სოციაქლურად დაუცველი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი. სამედიცინო ცენტრი წელიწადში შვიდას ადამიანს მოემსახურება.პროექტს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია დმანისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ახორციელებს“ - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.
ცერემონიალის შემდეგ სტუმრებმა ქალაქ დმანისში არქეოლოგიური საექსპოზიციო დარბაზი, ნაქალაქარში კი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი დაათვალიერეს

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































