დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

,,ეთნოFest2016"
24 ოქტ 2016
 

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს პროექტ ,,საქართველოს მოხალისის" ფარგლებში ქალაქ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ,,ქვემო ქართლის მოხალისეების" ორგანიზებით გაიმართა ფესტივალი ,,ეთნოFest2016".  ფესტივალის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია ეთნიკურ უმცირესობებში.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ქვემო ქართლში მცხოვრები ადგილობრივი და ეთნიკური უმცირესობების ტრადიციული სამზარეულო, რომლის დაგემოვნების საშუალებაც სურვილის მიხედვით ქონდა  დამსწრე საზოგადოებას.  ასევე მოეწყო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა კონცერტი ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ანსამბლების მონაწილეობით.
ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრი,არასამთავრობო ორგანიზაციები: ,,პირველი ევროპელი“ და ,,ჰელფინგ ჰენდი".
პროექტს უმასპინძლა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პირველ ევროპელმა".

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6632
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
597