დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დმანისში, 22-23 მაისს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკრინინგული კვლევები ჩატარდა.
კვლევები მოიცავდა:
ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის (მამოგრაფიული კვლევა);
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის;
პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის მამაკაცებში (ტარდება პროსტატის ანტიგენის განსაზღვრა-PSA ვენური სისხლით);
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ჩათვლით ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის (ტარდება მარტივი მეთოდით-FOBT ტესტი);
სკრინინგული კვლევებისთვის გამოყოფილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მამომობილი.
კვლევები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო პროგრამის ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი" ფარგლებში ჩატარდა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































