დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

20 სექტემბერს, დმანისში, სახალხო დღესასწაული „დმანისობა“ გაიმართა. ღონისძიება ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს.
21 სექ 2025
 
20 სექტემბერს, დმანისში, სახალხო დღესასწაული „დმანისობა“ გაიმართა. ღონისძიება ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს.
მთელი დღის განმავლობაში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით პროგრამაში.
განსაკუთრებული ინტერესი ეთნო-გასტრონომიულმა კუთხეებმა გამოიწვია, სადაც დამთვალიერებელს ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეეძლო. გაიმართა მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა, რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისთვის.
​დღესასწაული დატვირთული იყო სპორტული აქტივობებითაც. გაიმართა საპატიო დმანისელების და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია, გაიხსნა ჯუმბერ კოპალიანის ვარსკვლავი და საღამო დასრულდა „ქართული ხმების“ კონცერტით.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3459
 
 
 
სიახლეები
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
თებ 24 სამ 2026
965