დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ ორგანიზებით, 5-დღიანი ტრენინგი თემაზე, „პოზიტიური მშობლობა“ გაიმართა.
ტრენინგს „დმანისის დღის და ადრეული განვითარების ცენტრის“ აღსაზრდელთა მშობლები, პედაგოგები და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგეზე ისაუბრეს მშობლისა და შვილის ემოციურ კონტაქტზე, ძალადობის ტიპებზე (მათ შორის ბულინგზე), აღზრდის ტიპებზე, დასჯასა და სტრესის მართვაზე.
ტრენინგის მონაწილეებს მერის პირველმა მოადგილე კახა პეტრიაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































