დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულმა სათათბირომ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
დმანისის მუნიციპალიტეტში მერის ახალგაზრდული სათათბიროს 2025 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც სათათბიროს წევრებმა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და აქტივობები შეაჯამეს.
ანგარიშის წარდგენას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, ახალგაზრდები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, რომელმაც დადებითად შეაფასა სათათბიროს მიერ გაწეული მუშაობა და ახალგაზრდებს სამომავლო ინიციატივების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მისი განცხადებით, თვითმმართველობისთვის ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ხედვების გაზიარება მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































