დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გომარეთობა 2015
01 ივნ 2015
 
დმანისის მუნიციპალიტეტში გუშინ გომარეთობა აღნიშნეს. სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ბარბაქაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. გომარეთში ასევე იმყოფებოდა ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია მოადგილესთან, ლაშა ლობჯანიძესთან ერთად. ამ დღესთან დაკავშირებით გომარეთში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. დღის განმავლობაში გამართული ასპარეზობების დროს გამოვლინდნენ გამარჯვებულები ქართულ ჭიდაობაში, დოღში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში. გომარეთლების განწყობაზე ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად იზრუნა გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გორდელამ“ (თსუ). საზეიმო კონცერტის მსვლელობისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ბარბაქაძემ დამსახურებული და ღვაწლმოსილი გომარელები დააჯილდოვა. მამა დიონისეს (გვარამაძე), ლია ირემაძესა და თამარ გოცირიძეს გუბერნატორის ადმინისტრაციის სპეციალური სიგელი გადასცა კახაბერ გუგეშაშვილმაც. გომარეთობა უკვე 10 წელია აღინიშნება. ადგილობრივები ამ დღეს ტრადიციულად სულთმოფენობის დღესასწაულზე ზეიმობენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5620
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
608