დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად ნახევარფინალისტთა შეხვედრა გაიმართა
27 თებ 2017
 

2017 წლის 25 თებერვალს ქალაქ თბილისში დიდუბის საგამოფენო ცენტრში გაიმართა ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად ნახევარფინალისტთა შეხვედრა. პრემია დაწესებულია პროექტისთვის „ტყის მდგრადი განვითარება საქართველოში“. პროექტის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. ნახევარფინალური ტურისთვის საქართველოს მასშტაბით შეირჩა 100 სკოლა. მათ შორის მოხვდა სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის გუნდი. შეხვედრაზე საჯარო სკოლას მიღწეული წარმატებისთვის გადაეცა კონკურსის ორგანიზატორებისაგან სერტიფიკატი, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტისაგან სამახსოვრო საჩუქარი. საჩუქარი გუნდის ლიდერს გადასცა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7885
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
608