დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დამოუკიდებლობის დღე დმანისში
26 მაი 2017
 

მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქალაქ დმანისში, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან გამოიფინა ხატვისა და რეწვის სტუდიის ნამუშევრები.

მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე. მნახველები გაეცნენ ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიებისა და წრეების მუშაობის ამსახველ სურათებს.

11 საათზე დარბაზში გაიმართა თეატრალიზებული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცენტრთან არსებულმა ყველა სტუდიამ.

მაყურებლის წინაშე თავისი შემოქმედება წარმოაჩინა:
ვაჟთა ანსამბლმა „შგარიდა“; ქალთა ანსამბლმა“ირინოლა“; ინტერნაციონალურმა ანსამბლმა ,,დმანისური აისი“; ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,კიდევაც დაიზრდებიან", ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,კიდევაც დაიზრდებიან“; საესტრადო სტუდიის მომღერლებმა და სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდიის ,,დანსი“ აღსაზრდელებმა.

ღონისძიების მსვლელობისას ისაუბრეს შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ და წაკითხულ იქნა ციტატები, რომელიც არაერთგზის გვსმენია და მაინც ახალია. საგამოფენო კუთხე, რომელიც ამ თემატიკით იყო დატვირთული წარმოდგენილი იყო ხატვის სტუდიის ნახატებით.

ღონისძიებას დაესწრნენ და საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული მიულოცეს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით ასათიანმა და ამავე სამსახურის უფროსის მოდგილემ სოსო პირველმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5811
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
624