დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სამუშაო შეხვედრას გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის „მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელებაში“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალური შესაძლებლობების მხარდაჭერა სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და მათი ჩართულობა. პრეზენტაციას პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ცინცაძე უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერიისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე აინთო. ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საზეიმო კონცერტი გაიმართა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. ბავშვების განწყობაზე ელფებმა და სანტებმა იზრუნეს.სანახაობრივად ლამაზი და შთამბეჭდავი საღამო გამოვიდა, რომელმაც ამაღლებული წინასაახალწლო განწყობა შექმნა დმანისის მუნიციპალიტეტში.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის “მხიარული სტარტები“ გაიმართა. შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები და გამარჯვებისთვის ბრძოლაში თავები არ დაუზოგავთ. შესაბამისად მაღალი იყო კონკურენციაც და შეჯიბრის მოგების მოტივაციაც. გამარჯვებულ გუნდს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა სიგელი და თასი გადასცა. აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მუნიციპალურ დონეზე დასრულებულია.
დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ახალგაზრდა პოეტის ვახო გურამიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტი დამსწრე საზოგადოების წინაშე თავისი შემოქმედებით წარსდგა, ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ირინოლამ“ და ბავშვთა ფოლკლორულმა გუნდმა ,,კიდევაც დაიზრდებიან“. პოეზიის საღამოს მერის მოადგილე, არიფ სულეიმანოვი და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.
დმანისში მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" გაიმართა. თამაშში სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. პირველი ადგილი დმანისის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი პირველმა საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი, სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლამ დაიკავა. ინტელექტუალური თამაში დმანისის მუნიციპალიტეტეის მერის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცეს. ახალგაზრდული სათათბიროს მიზანია , დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შექმნას მათზე მორგებული გარემო, რომელიც უზრუნველჰყოფს შემეცნებით-საგანმანათლებლო-კულტურულ და სპორტული პროგრამების და აქტივობების განხორციელებას.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოწყვლადი ოჯახების მყარი ბიოსაწვავი "ბრიკეტით" უზრუნველყოფა დაიწყო.
️„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-ის” ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს ფრენბურთში შეეჯიბრნენ. გამარჯვებული გუნდები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით სიგელებით, თასებითა და ბურთებით მერის მოადგილემ, არიფ სულეიმანოვმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, ბადრი სუბარმა დააჯილდოვეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით, მერიის ხელმძღვანელი პირებისა და ა(ა)პი დმანისის კომუნალური სამსახურის ჩართულობით წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში 40 ძირი სხვადასხვა სახის ნერგი დაირგო. სკვერში მოეწყო ველობილიკები, ახლო მომავალში განთავსდება სკამები. "ქალაქის იერსახეზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგარახლოს, ყიზილაჯლოსა და იფნარში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი რეზერვუარის მშენებლობა და წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები. მუშა პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად ადგილზე მოინახულა. პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული სოფლების მოსახლეობას ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ნოემბერს 12 საათზე
მოწვეული სხდომის დღის წესრიგი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად სოფლების: სოგუთლოს, უსეინქენდის პირველი და მეორე სალამალეიქისა და მამიშლარის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები, სოფლისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხები.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ქალაქ დმანისში გოგოებსა და ბიჭებს შორის მინი ფეხბურთი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები.გამარჯვებულ გუნდებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით თასები და სიგელები გადაეცათ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კობა მურადაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა და წარმომადგენლებისგან ერთად მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ზომების მიღებაზე იმსჯელა. შეხვედრაზე, ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და განხორციელებული სამუშაოების შედეგებზე იმსჯელეს.
დღეს, მერიის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN -ის წარმომადგენლებმა სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული სოციალური სერვისების საბაზისო კვლევის შედეგების საჯარო განხილვა გამართეს. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტში შეიქმნა "პარტნიორთა ჯგუფი", რომელიც დაკომპლექტებულია თვითმმართველობისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და აქტიური მოქალაქეებით.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის მუნიციპალური შეჯიბრი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში. პირველ ადგილზე გავიდა სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლა, მეორე ადგილზე ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლა, ხოლო მესამეზე სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლა. გამარჯვებულ სკოლებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, თემური ზურაბიშვილმა და არიფ სულეიმანოვმა თასი და სიგელები გადასცეს.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტისა და თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის „გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების“ საკითხებზე ტრენინგი გამართეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დმანისში N2 ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
481
თებ 24 სამ 2026
969
თებ 14 შბ 2026
1052

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















