დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2022-10-21

დმანისში, გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საბიბლიოთეკო სამსახურის მხარდაჭერით, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ისე ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან მოწვეულმა პოეტმა და ფილოლოგმა ქალებმა, რომლებმაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს და პოეზიის შესახებ ისაუბრეს. დასასრულს გენდერული საბჭოს წარმომადგენლებმა პოეტ ქალებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2022-10-20

ხანდაზმულთა დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ქალთა ასოციაცია ,,თანხმობისა” და “დმანისის მხარდაჭერის სახლის”ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილესთან, თემური ზურაბიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად, რომლებმაც დმანისის მხარდაჭერის სახლის დღის ცენტრის ბენეფიციარებს ხანდაზმულთა დღე მიულოცეს.

ვრცლად
2022-10-19

დღეს, ქალაქ დმანისში ფრენბურთის მუნიციპალური ტურნირი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდი. გამარჯვებულ გუნდს მუნიციპალიტეტის სახელით ტურნირისთვის დაწესებული თასი და ფრენბურთის ბადე მერის მოადგილემ, თემურ ზურაბიშვილმა გადასცა. ასევე, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, მერის მოადგილემ, არიფ სულეიმანოვმა სიგელებითა და ფრენბურთის ბურთებით დააჯილდოვა.

ვრცლად
2022-10-17
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“.
ვრცლად
2022-10-13

დღეს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ქალაქ დმანისში ჩატარდა გეზრბენი (კროსი), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დმანისელმა ახალგაზრდებმა. გამარჯვებულ გუნდებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან ერთად, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა სიგელები და თასები გადასცა.

ვრცლად
2022-10-06

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მაია ხმალაძესთან ერთად, სოფელ ბოსლებისა და მაშავერას საჯარო სკოლიდან, დმანისის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა.

ვრცლად
2022-10-05

ფორუმი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პროექტის ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით მოეწყო.

ვრცლად
2022-09-30

ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე, სარაგბო კლუბი "ყოჩების" ადმინისტრაციის ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დმანისის, ბოლნისის და კაზრეთის "ყოჩების" ფესტივალი ჩატარდა.

ვრცლად
2022-09-29

"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-2023-ის“ გახსნასთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მინი ფეხბურთში  შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ დმანისის საჯარო სკოლების V-VII კლასის მოსწავლები. გოგონებში გამარჯვება მოიპოვა სოფელ ბოსლების  სკოლის გუნდმა, ბიჭებში სოფელ განთიადის სკოლის გუნდმა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა, გამარჯვებულ გუნდებს თასი და ფეხბურთის ბურთი გადასცა.

ვრცლად
2022-09-28

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ახლადრეაბილიტირებული სარეპეტიციო დარბაზი გახსნა.

ვრცლად
2022-09-27

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. გახსნის ღონისძიებას, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან, თემური ზურაბიშვილთან, არიფ სულეიმანოვთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდა. ადგილობრივ ახალგაზრდებს, სიმბოლურად, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები დაურიგდათ. Ⴑპორტული მოედანი დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო.

ვრცლად
2022-09-27

პროექტის "ახალგაზრდული სათათბიროების განვითარების"  ფარგლებში, რომელსაც გერმანელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს "ორგანიზაცია world vision საქართველო, ჰაგენის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ახალგაზრდულ საკითხებში, ჰაგენის მუნიციპალიტეტის  ახალგაზრდული სათათბიროს წევრები  ხელმძღვანელთან და ახალგაზრდული მუშაკებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ დმანისის მუნიციპალიტეტს. 

ვრცლად
2022-09-27

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან თემური ზურაბიშვილთან და არიფ სულეიმანოვთან ერთად, სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვრცლად
2022-09-26

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” მენეჯერმა, გიორგი თვალიაშვილმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.

ვრცლად
2022-09-26
"საქართველოში თამბაქოს მეორადი კვამლის საწინააღმდეგოდ" განხორციელებული აქტივობების 3 წლის ანგარიში, პროექტის ავტორებმა წარადგინეს. “თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი კოალიციები საქართველოსა და სომხეთში'' აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისა და ემორის უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც საქართველოს პარალელურად სომხეთშიც ინერგებოდა.
ვრცლად
2022-09-21

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, გამოჩენილი ქართველი არტისტის, ზინაიდა კვერენჩხილაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ვრცლად
2022-09-17

აქციაში დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი საჯარო მოხელეებთან ერთად ჩაერთვნენ.

ვრცლად
2022-09-16

საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა ასევე მერის მოადგილეებმა კახა პეტრიაშვილმა და თემური ზურაბიშვილმა, ქალაქ დმანისის პირველი და სოფელ სარკინეთის ახლად რეაბილიტირებული ბაღიდან მიულოცეს.

ვრცლად
2022-09-16

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილესთან, თემური ზურაბიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად  სოფელ კარაბულახის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს 2022 წელს სოფლის პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები.

ვრცლად
2022-09-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დმანისის ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ქალაქ დმანისის N 1, N 3, ქვემო ოროზმანის და სოფელ ამამლოს საჯარო სკოლიდან მიულოცა.

ვრცლად
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
თებ 24 სამ 2026
973