დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-06-08

დღეს ააიპ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - "ოლიმპიზმი" რეგიონული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ წარმოადგინეს პრესენტაციები, გაიმართა ვიქტორინა, მოეწყო დისკუსია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. 

ვრცლად
2018-06-08

აქ წარმოდგენილმა ახალგაზრდებმა კონკურსის ბარიერი წარმატებით გადალახეს. დღეს ამ შეხვედრით მე მსურდა მათთვის მიმეცა სტიმული იმისათვის, რომ მათი იდეა და კრეატიული შეხედულება ჩემამდე მოვიდეს, მათი განხორციელების გენერირებაში კი მე ვიქნები აქტიური მხარდამჭერი, რომ მუნიციპალიტეტის სერვისები მოსახლეობისათვის იყოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და უფრო უკეთესი გახდეს"- ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.

ვრცლად
2018-06-05

გიორგი ტატუაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

- ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები" ახორციელებს ,,ევროკავშირი საქართველოსთვის" დაფინანსებულ პროექტს ,,არა, ოჯახში ძალადობას! აღნიშნული პროექტის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახში" მერიის საქმიანობის გათვალისწინებით სამი თვის განმავლობაში, კვირაში ერთი დღე მიმდინარეობდა ფინანსური მენეჯმენტის შემსწავლელი უფასო სამ თვიანი კურსი. ტრენინგი ქალბატონებისათვის იყო განკუთვნილი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი. კურსდამთავრებულებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ვრცლად
2018-06-01

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ა(აიპ) ,,სათნოების სახლში" მცირეწლოვანი ბენეფიციარებისათვის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება 11 საათზე დაიწყო, სადაც მისულ პატარებს საშუალება ჰქონდათ მულტიპლიკაციური ფილმების ყურების.

მათ სათნოების სახლის ხელმძღვანელმა ნინო კავლელაშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას საჩუქრებით შემოუერთდა ა/ო "პირველი ევროპელი". პატარებისათვის გამართულ საზეიმო წვეულებას მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2018-06-01

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საკონცერტო დარბაზში საზეიმოდ აღინიშნა. ბავშვებს ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ააიპ "დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის" დაქვემდებარებაში შემავალმა საბავშვო ბაღებმა (ცხრა საბავშვო ბაღი). ღონისძიების პროგრამა იყო მრავალფეროვანი.

ვრცლად
2018-06-01

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოადგილეებთან, მერიის, საკრებულოს თანამშრომლებთან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მთავარ სპეციალისტთან ბატონ ლაშა აბაშიძესთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში "საზოგადოებრივი ცენტრის" მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა. მშენებლობა მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის 52 ცენტრი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის 52 ცენტრი ფუნქციონირებს.

ვრცლად
2018-05-31

დღეს სოფელ გომარეთში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის ნინო მამადაშვილის ინიციატივით "მკითხველის თეატრი"- ს ოთახი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იქნა თოჯინების თეატრი "პინოქიოს თავგადასავალი", მოსწავლეებმა ზღაპრის გმირები ინგლისურ ენაზე განასახიერეს.

ვრცლად
2018-05-31

პროექტის ფარგლებში " არა ოჯახში ძალადობას! დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში გაიმართა ჰუმანიტარული აქცია, სადაც ორგანიზაციის წარმომადგნლებმა დმანისელ ოთხ მრავალშვილიან დედას ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.
გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად.

ვრცლად
2018-05-31

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის ფარგლებში  „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და  დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2018-05-31

ქალაქ დმანისში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის რეაბილიტაცია. სამუშაო ხორციელდება  61295 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან. საერეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის 15 ივნისს.

ვრცლად
2018-05-30

ქალაქ დმანისში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. გაბაშვილის ქუჩის ჩიხებში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა და რეაბილიტაციის შედეგად გზაზე გადაადგილება კომფორტული გახდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია სოფელ ლოკჭანდარში, სადაც ამ ეტაპზე დასრულებულია გზის მოხრეშვა. გზის რეაბილიტაცია ასევე დასრულებულია სოფელ კარაბულახსა და გოდაგდაგში. აღნიშნული სამუშაოები განახორციელა შპს როუდ სოლუშენმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ვრცლად
2018-05-30

დღეს, დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი სახელწოდებით - "ჩვენ ვსწავლობთ გეოგრაფიას". კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დმანისის N1, განთიადის, მაშავერას და ჯავახის საჯარო სკოლების მე 10-11 კლასის მოსწავლეებმა. კონკურსში თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ლიდერობა არავის დაუთმო სოფელ მაშავერას საჯარო სკოლის გუნდმა. გამარჯვებული გუნდის წევრებმა, წარმატების აღსანიშნავად, დმანისის ახალგაზრდული ცენტრისგან სიგელები და ენციკლოპედიები მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები, პედაგოგები, გულშემატკივრები.

ვრცლად
2018-05-29

მიმდინარე წლის 28-29 მაისს ბულგარეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში.

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო დმანისელმა ნოდარ ციხელაშვილმა, რომელმაც 60 კგ წონით კატეგორიაში ორივე ხელში მოიპოვა ვერცხლის მედლები. აღსანიშნავია, რომ ხვალ და ზეგ ნოდარ ციხელაშვილი იასპარეზებს პარა სპორტსმენებში.

ვრცლად
2018-05-29

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ - ს ფარგლებში, ამ წუთებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა მიდმდინარეობს. პროგრამის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით. პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ითვალისწინებს საგრანტო თანადაფინანსებას ანუ მთლიან საინვესტიციო პროექტში 40% არის გრანტი არაუმეტეს 60 000 ლარი, ხოლო პროგრამით დაინტერესებული პირის ფინანსური თანამონაწილეობა არის 60% ანუ არანაკლებ 90 000 ლარი.

ვრცლად
2018-05-27

სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების  სხვა წარმომადგენლებმასასულიერო პირებს არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძეს და მღვდელთმონაზონ  ხარიტონ არეშიძეს მიენიჭათ საპატიო გომარეთელების წოდებააღსანიშნავია, რომ გომარეთობა უკვე 10 წელია არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება.

ვრცლად
2018-05-26

ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი საზეიმო კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლებმა ,,შგარიდა“ ,,ირინოლა“, ,,დმანისური აისი“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბავშვთა - ქართული ხალხური ცეკვის, ქართული ხალხური სიმღერის, ქართული ხალხური საკრავების, საესტრადო სიმღერის, სამეჯლისო და სპორტული ცეკვის, თეატრალური სტუდიები. დამსწრე საზოგადოებას 26 მაისის 100 წლის იუბილე სცენიდან მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა. ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხატვის სტუდიამ სახეზე მოხატა მსურველები. 

ვრცლად
2018-05-25

საქართველოს დამოუკიდებლობის 100წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ გაიმართა ქართული საესტრადო და ქალაქური სიმღერების კონცერტი. ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საესტრადო სიმღერის შემსწავლელი სტუდია ,,მიქსის“ აღსაზრდელებმა ქართული სიმღერები მიუძღვნეს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. დმანისის ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს. 

ვრცლად
2018-05-24

საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ წინ მდებარე სკვერში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ: ქალთა, ვაჟთა და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები ,,ირინოლა“ ,,კიდევაც დაიზრდებიან“, ,,შგარიდა", ინტერნაციონალური ანსამბლი ,,დმანისური აისი", ასევე ხალხური საკრავსების და ქორეოგრაფიული ანსამბლის აღრაზრდელები.
ღონისძიებაზე დმანისელმა პოეტებმა: მაყვალა სიმონიშვილმა, ტერენტი ცინდელიანმა, ნანა უბილავამ, ქეთო დარბინიანმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.

ვრცლად
2018-05-24

ამ წუთებში მერიის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს შეხვედრა სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობითი უფლებების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრა იმართება ააიპ "ინიციატივა რეგიონული განვითარებისათვის" პროექტის ფარგლებში "ერთად ერთმანეთისათვის" ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობის საქმეში არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით.
შეხვედრას ესწრებიან დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, პედაგოგები, სოფლის ექიმები, ბავშვები მშობლებთან ერთად. შეხვედრის ორგანიზატორია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

ვრცლად
2018-05-24

გაეროს მოსახლეობის ფონდი UNFPA ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს შეხვედრების სერიას გენდერული ნიშნით სქესის შერჩევასა და ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების თემაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ამ წუთებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში მიმდინარეობს შეხვედრა, სადაც მოწვეულია ადგილობრივი მოსახლეობა, ქალები და მამაკაცები. შეხვედრა მიმდინარეობს აზერბაიჯანულ ენაზე, რომელსაც უძღვება ორი ადგილობრივი ტრენერი ლეილა სულეიმანოვა და აიშან გიზბასოვა.

ვრცლად
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
თებ 24 სამ 2026
973