დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-05-23

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პირველი ევროპელი“-ს ორგანიზებით დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე მოწვეული იყო მგალობელ ვაჟთა გუნდი რუსთავიდან. შესრულდა როგორც საგალობლები, ასევე ქართული ხალხური სიმღერები. საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, დაინტერესებული საზოგადოება.

ვრცლად
2018-05-22

ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“- ის ფარგლებში ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილმა მსახიობებმა დღეს ბავშვებთან ერთად მოაწვეს ქუჩის თეატრალიზებული მსვლელობა ე.წ. „ბარაბან-შოუ“.  ბავშვებისთვის კინოჩვენებამდე გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა თემაზე „ქართული ანიმაციის ისტორია“. გამარჯვებულებმა საჩუქრად მიიღეს ანიმაციური ფილმების DVD დისკები. ფესტივალის დასასრულს ნაჩვენები იყო ვორქშოპზე შექმნილი 1 წუთიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც მაყურებელს თავად ავტორებმა წარუდგინეს.

ვრცლად
2018-05-21

„ანიმაციის განვითარების ფონდი“-ს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით დღეს დაიწყო ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“. 
ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და მუნიციპალიტეტში მოიცავს ორ დღეს: 21-22 მაისს. გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ანიმაციური ფილმების DVD დისკებს. ფესტივალის დასასრულისთვის ნაჩვენები იქნება ვორქშოპზე შექმნილი 1 წუთიანი ანიმაციური ფილმი, რომელსაც მაყურებელს თავად ავტორები წარუდგენენ.

ვრცლად
2018-05-20

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დღეს დმანისის ააიპ დმანისის ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში კლასიკური მუსიკის თანხლებით მოეწყო ბავშვთა ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიების ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ძველი, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფერწერული, ხეზე ნაკვეთი და თექაზე შესრულებული ნამუშევრები. გამოფენა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ვრცლად
2018-05-19

ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში კლასიკური მუსიკის თანხლებით მოეწყო ხატვის და ხალხური რეწვის სტუდიების ბავშვთა ნამუშევრების და ეთნოგრაფიული მასალის, თემატური წიგნებისა და ფოტო გამოფენები. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
თეატრალური სტუდია ბერიკების მიერ შესრულდა საქართველოს დამოუკლიდებელი რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი ,,ჩემი ხატია სამშობლო“.

ვრცლად
2018-05-16

დმანისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე - კატეგორია: 
სახნავი,სათიბი, საძოვარი გამოცხადებულია აუქციონი ‼️
დეტალები იხილეთ ბმულზე www.eauction.ge

ვრცლად
2018-05-15

კონფერენციაზე ასევე მოხდა ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარდგენა.
დღევანდელ ფორუმს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეები და მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2018-05-14

ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტში 2018 წლის 1 მარტიდან დაიწყო სამწლიანი პროექტი, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის გამოვლენას, მართვის გაუმჯობესებასა და სკრინინგს გულისხმობს. პროგრამის განხილვის სამუშაო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რომელსაც პროექტში ჩართული ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2018-05-14

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ველოტურის, „საქართველო მშვიდობისთვის“ ორგანიზატორის ნოდარ ბერიძეს მასპინძელი იყო. ცნობილი ველომრბოლელი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა და მის მიერ დაგეგმილი ველოტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ველომარათონის ფარგლებში, ნოდარ ბერიძემ, ევროპისა და აზიის კონტინენტი მოიარა და საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. 

ვრცლად
2018-05-14

როტარი კლუბი "თბილისი საერთაშორისო" და არასამთავრობო ორგანიზაცია ე ქოლ თუ სერვ (აქთს) ჯორჯიას ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში უსაფრთხო ორსულობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, დაინტერესებული საზოგადოება.

ვრცლად
2018-05-09

გიორგი ტატუაშვილი ოჯახში პირადად ეწვია სოფელ ამამლოში მცხოვრებ ფაშა ასლანოვს, მიულოცა დღევანდელი დღე, უსურვა მხნეობა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა სასაჩუქრე კალათი. დმანისის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში გაწვეული იყო სულ 2500 კაცი, მათგან ბრძოლის ველზე დაიღუპა 1900 მებრძოლი. დაღუპული გმირების პატივსაცემად მემორიალები შეიმკო ყვავილებით და დაინთო სანთლები.

ვრცლად
2018-05-08

დღეს დმანისის N1 საბავშვო ბაღის სასკოლო ჯგუფში მხიარული სტარტები გაიმართა, რომელშიც ორი ჯგუფი იღებდა მონაწილეობას "პეპელა" და "ჭიამაია". ღონისძიებამ საკმაოდ თბილ და მხიარულ გარემოში ჩაიარა. ბავშვები მათთვის დამახასიათებელი გულწრფელობითა და სილაღით ასრულებდნენ სხვადასხვა გამოსვლებს, როგორც შემეცნებით ისე სპორტული მიმართულებით.

ვრცლად
2018-05-08

ამ წუთებში მიგრაციის თემაზე სამუშაო შეხვედრა იმართება. სამუშაო შეხვედრას, რომელიც ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ, ესწრებიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები.

ვრცლად
2018-05-04

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დამტკიცდა დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ღობნისძიებათა 2018 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 

ვრცლად
2018-05-04

მიმდინარე წლის 3 მაისს ქალაქ რუსთავში "სიდას" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და უწყებათაშორისი თანამშრომლობის როლი დანაშაულის პრევენციაში". შეხვედრას ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2018-05-03

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ჟვანიამ ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი შეაფასეს.

ვრცლად
2018-05-01

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაში სამუშაო სეხვედრა გაიმართა პროექტის "წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად" და "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის" ფარგლებში.

ვრცლად
2018-04-30

დღეს ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართება ღონისძიება "წიგნი ცოდნის დედაა", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკების თანამშრომლებმა, აქტიურმა მკითხველებმა და მოსწავლეებმა.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ისაუბრეს ქართული სტამბისა და ქართული წიგნის წარმოშობის ისტორიაზე, გააჟღერეს ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები წიგნზე. სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები.

ვრცლად
2018-04-27

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტურისტული ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს.

ვრცლად
2018-04-26

მიმდინარე წლის 24 - 25 აპრილს „ახალგაზრდული ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში სოფელ განთიადის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა მუნიციპალური ეტაპი მინი-ფეხბურთში, სადაც მონაწილებას იღებდა დმანისის მუნიციპალიტეტის 14 სკოლის გუნდი. 

ვრცლად
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
თებ 24 სამ 2026
973