დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა
22 იან 2019
 

მიმდინარე წლის 22 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით სოფლის მოსახლეობასთან (ტნუსი, ბოსლები, სოგუთლო, იაღუფლო, ქარიანი, კაკლიანი (აზერბაიჯანული), ვარდისუბანი, ჯავახი (კონსულტაცია), შახმარლო, პანტიანი, პირველი სალამალეიქი, მეორე სალამალეიქი, უსეიქენდი, კიზილქილისა, პატარა დმანისი, მამიშლარი, შინდლარი) საერთო კრება გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. შეხვდრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ: ტნუსი - სასაფლაოს შემოღობვა, ინვენტარის შესანახი ოთახისა და საპირფარეშოს მოწყობა, მეორეხარისხოვანი სავალი გზის რეაბილიტაცია. ბოსლები - სასაფლაოს გზის გადასასვლელის მოწყობა, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. სოგუთლო - სოფლის საერთო სარგებლობაში არსებული ინვენტარის შესანახი ოთახის (საწყობის) მოწყობა, სოფლის მისასვლელ გზაზე გადასასვლელი მილხიდის მოწყობა, გარე განათების მოწყობა (5 წერტილი). იაღუფლო (აზერბაიჯანული),სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, გარე განათების ქსელის მოწყობა. ქარიანი -  გარე განათების მოწყობა. კაკლიანი - გარე განათების მოწყობა, ვარდისუბანი - სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა (საპირფარეშოები), ბუნებრივი წყლის სისტემის მოწყობა. ჯავახი -სასაფლაოს ტერიტორიაზე საპირფარეშოსა და ინვენტარის შესანახი ოთახის მოწყობა, გარე განათების მოწყობა,
სოფლის სახნავ-სათეს სავარგულებზე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და მიმდებარე არხების გაწმენდა, შახმარლო - გარე განათების მოწყობა. პანტიანი - გარე განათების მოწყობა. პირველი სალამალეიქი - სასმელი წყლის ავზიდან სოფლამდე მილის შეცვლა, სოფლის შესასვლელში მილხიდის მოწყობა. მეორე სალამალეიქი - სასმელი წყლის ავზის რემონტი, ავზიდან სოფლამდე მილის გაყვანა. უსეიქენდი - სასმელი წყლის მოწყობა და დკავშირება არსებულ ავზთან მილის მოწყობით. კიზილქილისა - გარე განათების მოწყობა. პატარა დმანისი - გარე განათების სისტემის მოწყობა.  მამიშლარი - სოფლის საერთო სარგებლობაში არსებული ინვენტარის შესანახი ოთახის მოწყობა,
გარე განათების მოწყობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4404
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    აპრ 15 ოთხ 2026
    652
    აპრ 07 სამ 2026
    878