მიმდინარე წლის 13 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში ( ქ.დმანისი. ნანა დედოფლის ქუჩა N9), პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგებმა უფასო კონსულტაციები ჩაატარეს.
აქციის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ქონდა მიეღო სხვადსახვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურება.
კონსულტაცია მოიცავდა ყველა ონკოლოგიურ და არაონკოლოგიური პათოლოგიებს:
ძუძუსა და გინეკოლოგიური პათოლოგიები, კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნი, მუცლის ღრუს ორგანოები, თავისა და კისრის მიდამოს წარმონაქმნები, უროლოგიური დაავადებები.
უფასო კონსულტაციები ჩაატარეს:
მამოლოგი: გია ნემსაძე, ლელა ფანგანი;
თორაკალური ქირურგი: ლადო კუჭავა;
ონკოქირურგი: გურამ მენთეშაშვილი;
უროლოგი: ბესო ხვედელიძე;
გინეკოლოგი: მარიკა გაბლიშვილი;
რადიოლოგი: ბელა ბურდული;
აქციის ფარგლებში, პაციენტებმა უფასო კონსულტაციის მიღება შეძლეს ჩამოთვლილი მიმართულებიდან ერთ სპეციალისტთან. აგრეთვე ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩატარდა ექოსკოპიური კვლევა.
აღსანიშნავია, რომ უფასო გამოკვლევა 112 პაციენტს ჩაუტარდა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































