დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალი ამბულატორია სოფელ ამამლოში უახლოეს მომავალში გაიხსნება
20 სექ 2019
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოში, ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროცესი პირადად შეაფასა.

პროექტის ღირებულება 91077 ლარს შეადგენს, სამუშაოებს შპს „კომპლექს კონსტრაქშენი“ ახორციელებს .

ამბულატორიულ ცენტრში პაციენტები შეუფერხებლად შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაციას.

აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე ახალი ამბოლატორია მოეწყობა სოფელ გუგუთში, ხოლო გომარეთში არსებულს ამბოლატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება . ბიუჯეტიდან ამბოლატორიების მოსაწყობად წელს ჯამში 210 136 ლარი დაიხარჯება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3018
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    აპრ 15 ოთხ 2026
    658
    აპრ 07 სამ 2026
    878