დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში მორიგი სოციალური აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით საკვები პროდუქტები 100 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს გადაეცა.
ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - შოთა რეხვიაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი ესწრებოდნენ.
"აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით, საშუალება მოგვეცა დმანისის მუნიციპალიტეტში დამატებით 100 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დავეხმაროთ. მე მინდა აზერბაიჯანულ მხარეს და თითოეულ კომპანიას, ვინც სოციალურ კამპანიაშია ჩართული მადლობა გადავუხადო"- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა.
სოციალურ ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ბადრი სუბარი, არიფ სულეიმანოვი და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი -პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ.
სიახლეები
აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური აქცია გაიმართა
05 მაი 2020
მნახველთა რაოდენობა: 5037
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
512
მაი 15 პარ 2026
509
მაი 25 ორშ 2026
1401

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































