დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კობა მურადაშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
30 დეკ 2021
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - კობა მურადაშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს სადღესასწაულო საჩუქრები დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. ტკბილეულისგან შემდგარი სასაჩუქრე კალათა დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 55 - მა ოჯახმა მიიღო.

"თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პირადად მოვინახულე დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი, მივულოცე დამდეგი ახალი წელი და მათ საჭიროებებს ადგილზე გავეცანი. ჩვენი ამოცანა სწორედ ასეთი ოჯახების გვერდით დგომა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა, მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო. სოციალური კამპანია ერთჯერადი ხასიათის არ არის და მომავალშიც გაგრძელდება." განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა-კობა მურადაშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4234
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    აპრ 15 ოთხ 2026
    645
    აპრ 07 სამ 2026
    877