დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, მერის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებმა სამდღიანი ტრენინგი გაიარეს
07 სექ 2022
 
საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველო, ახალგაზრდულ ასოციაცია დრონისთან და გერმანულ ორგანიზაცია East-West-East-თან და სამიზნე მუნიციპალიტეტების მერიებთან ერთად ახორციელებს პროექტს ახალგაზრდული საბჭოების მხარდაჭერისათვის - "ახალგაზრდული პოტენციალის ხელშეწყობა”.
✅2-5 სექტემბერს ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებში, 10 მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული საბჭოების წევრებმა და აქტიურმა ახალგაზრდებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ.
✅ ასევე, ახალგაზრდებმა იმსჯელეს ახალგაზრდული საბჭოების გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე.
✅აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ახლგაზრდების განმავითარებელი არაერთი აქტივობა იგეგმება, მათ შორის სასწავლო მივლინება გერმანიაში.
✅სამუშაო შეხვედრაზე 80-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5870
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    აპრ 15 ოთხ 2026
    644
    აპრ 07 სამ 2026
    876