დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

იაღუფლოს წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოები
02 მაი 2024
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან კობა მურადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად, სოფელ იაღულბოს წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაცია“ დმანისში, იაღულბოს წყალსაცავზე 7 მლნ ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები წყალსაცავის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. აღნიშნული წყალსაცავი სარწყავი წყლით დაახლოებით 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს ამარაგებს.
მიმდინარე პროექტით დაგეგმილია კაშხლის წნევიანი ფერდის გამაგრება და მონოლითური რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება, ტალღამრიდის დამცავი რკინაბეტონის 1600 მეტრი სიგრძის კედლის მოწყობა, წყალსაცავის სარეგულაციო კოშკზე ელექტრო განათების და ელექტრომექანიკური ამწე დანადგარების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია კაშხლის თხემზე ბეტონის 1,3 კმ სიგრძის სამანქანო გზის მშენებლობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5901
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    აპრ 15 ოთხ 2026
    626