დმანისში, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამის ფარგლებში, კულინარიის კურსები დასრულდა. სწავლება 12-მა მონაწილემ გაიარა.
კურსების დასრულების ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მეგი ედიბერიძე და კურსების ხელმძღვანელი თამარ ნონიაშვილი.
ორთვიან კურსებს ა(ა)იპ „დმანისის მხარდაჭერის სახლმა“ უმასპინძლა, ხოლო მონაწილეებს სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































