დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ილია ჯალაღანიასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ მაია ხმალაძესთან ერთად, საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სოფელ მაშავერის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლიდან მიულოცა.
მერმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების საფუძველი განათლებაა.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში ორი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. სკოლის შენობა სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახები და ექიმის კაბინეტები. ამასთან, სკოლა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.
სოფელ მაშავერას საჯარო სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ 700 ათას ლარამდეა.
ამ ეტაპზე დმანისის მუნიციპალიტეტში სამი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































