დმანისში ახალგაზრდული ფორუმი ,,პროფესია და კარიერა" გაიმართა
ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიული და კარიერული დაგეგმვის საკითხებში დახმარებას.
ფორუმი განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდული საბჭოების ასოციაციის (სამასა) პროექტის ,,ახალგაზრდული საბჭოები იდეიდან - ცვლილებამდე" ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
ფორუმი შეაჯამეს ოფიციალურმა პირებმა და ორგანიზატორებმა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს:
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ნინო ომიაძემ და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციას წარმომადგენლებმა: ნინო ყარალაშვილმა, ეკა გვარამიამ, ილია ფიფიამ.
კობა მურადაშვილმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას და გამოთქვა მზაობა მომავალშიც მხარი დაუჭიროს საგანმანათლებლო და კარიერული წინსვლის ინიციატივებს.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































