დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობას.
სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული ღირებულება შეადგენს 109 000 ლარს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა აღნიშნა, განახლებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დმანისში სპორტის განვითარებასა და წარმატებული სპორტსმენების აღზრდას.
მერთან ერთად, დასრულებული სამუშაოები ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, იოსებ ალიბეგაშვილმა და მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილმა დაათვალიერეს.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































