| მიმდინარე წლის 13 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ჩატარდა ACF international ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში სადემონსტრაციო დღე, რომელიც ჩატარდა ფერმერ გიორგი ციხელაშვილის 0,5 ჰა მიწის ფართობზე. პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე ჯიშის ჟოლოსა და უეკლო მაყვალის სანერგე მეურნეობა, თანამედროვე მორწყვის სისტემის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. სადემონსტრაციო დღის მოწყობის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული ფერმერებისთვის ახალი საირიგაციო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმირება, თანამედროვე კენკროვანი კულტურების მაღალმოსავლიანობის და მათი მოვლა-მოყვანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სადემონსტრაციო დღეს ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ზაზა გოშუანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის სამმართველოს და დმანისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარები და ადგილობრივი ფერმერები. ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეთა შორის და რამდენიმე ფერმერის მხრიდან გაჩნდა მსგავსი ტიპის ნაკვეთის მოწყობის იდეაც, ვინაიდან რეალურად შეაფასეს მაღალმოსავლიანი თანამედროვე კენკროვან კულტურაზე მოთხოვნა და პერსპექტივები. |
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მოეწყო თანამედროვე ჯიშის ჟოლოსა და უეკლო მაყვალის სანერგე მეურნეობა
14 ივლ 2015
მნახველთა რაოდენობა: 4971
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
სიახლეები
თებ 28 შბ 2026
481
თებ 24 სამ 2026
969
თებ 14 შბ 2026
1052

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































