მიმდინარე წლის 14 ივნისს ააიპ ,,დმანისის სამუსიკო სკოლა”-ში საანგარიშო კონცერტი ჩატარდა, რომელსაც დაესწრნენ გამგეობის განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლები, მშობლები და გულშემატკივრები.
სამუსიკო სკოლის ყველა კლასის აღსაზრდელებმა პროგრამის შესაბამისად შეასრულეს: ლ.ვ. ბეთხოვენის; ვ.ა.მოცარტის; ი.ს.ბახის; ფ.შოპენის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.
მაყურებლების სიმპატია დაიმსახურა მე-7 კლასის მოსწავლემ- შოთა არჩემაშვილმა (პედაგოგ ლალი ციხელაშვილის კლასი). სკოლის დირექტორმა ხათუნა ადუაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა პედაგოგს, აღსაზრდელებს, მშობლებს და უსურვა წარმატებული მომავალი.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































