მიმდინარე წლის 16 ივნისს, ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრში ქ. დმანისის N1 საბავშვო ბაღის ორი სასკოლე ჯგუფის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. პატარა აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე ქართველი პოეტების შემოქმედებითა და სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ. საკონცერტო პროგრამა მდიდარი იყო შემოქმედებითი, თეატრალური და არტისტული უნარით, რაც საბავშვო ბაღის აღმზრდელების წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლის შედეგია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ აღსაზრდელებს ბაღის დამთავრება მიულოცა - ,,ყველა პატარას ვულოცავ ბაღის დამთავრებას, მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს წარმატება და სკოლისაკენ მიმავალი გზა დავულოცო, ასევე პედაგოგიურ კოლექტივს დაუღალავი შრომისათვის მადლობა გადავუხადო“. ღონისძიების დასასრულს პარტარებს სამახსოვრო დიპლომები გადაეცათ.
სიახლეები
ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრში დმანისის N1 საბავშვო ბაღის ორი სასკოლე ჯგუფის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
16 ივნ 2016
მნახველთა რაოდენობა: 2910
სიახლეები
მაი 09 ხუთ 2024
132
მაი 02 ხუთ 2024
476
მაი 02 ხუთ 2024
355
მაი 01 ოთხ 2024
569
მაი 01 ოთხ 2024
493
აპრ 25 ხუთ 2024
527
აპრ 23 სამ 2024
533
აპრ 23 სამ 2024
585
აპრ 23 სამ 2024
763