დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დღეს სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო ზეიმი გომარეთობა აღინიშნა
04 ივნ 2023
 

სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსმა არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. გომარეთის კულტურის სახლთან ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მიერ ღონისძიება გაიმართა. პარალელურად მოეწყო ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს კი მერიის სახელით გადაეცათ სიმბოლური პრიზები. სოფელი გომარეთი ქვემო ქართლის რეგიონის ერთი-ერთი უძველესი ქართული სოფელია, რომელიც ქართული ეკლესია-მონასტრების სიმრავლით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ გომარეთობა უკვე მრავალი წელია დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსის არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2253
 
 
 
სიახლეები
მაი 09 ხუთ 2024
161
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
მაი 09 ხუთ 2024
161
აპრ 23 სამ 2024
783