მიმდინარე წლის 3 ივნისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო კონლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ: „ქვემო ქართლი: ქალთა ჩართულობა, ხელშემწყობი ფაქტორები და გამოწვევები“. ღონისძიება განხორციელდა პროგრამის: „ჰორიზონტის გაფართოება, გაუმჯობესებული არჩევანი: ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში. ორგანიზაცია Mercy Corps-ის პარტნიორობითა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიების ფარგლებში გარდაბნის ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ გახსნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა . სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ოფიციალურ პირებთან თემაზე, „რეგიონში ქალთა ჩართულობა და მათ წინაშე არსებული გამოწვევები“. დასასრულს მოეწყო პროექტის, ქვემო ქართლის რეგიონის ბენეფიციარების მიერ ნაწარმოები პროდუქციის გამოფენა/დეგუსტაცია, ასევე სხვა, არამეწარმე ბენეფიციარების გაცნობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ,,ქალთა ოთახის მენეჯერები’’ და ICCN -ის პარტნიორი ორგანიზაციები.
სიახლეები
„ქვემო ქართლი, ქალთა ჩართულობა, ხელშემწყობი ფაქტორები და გამოწვევები“
03 ივნ 2016
მნახველთა რაოდენობა: 2793
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
376
მაი 02 ხუთ 2024
264
მაი 01 ოთხ 2024
455
მაი 01 ოთხ 2024
404
აპრ 25 ხუთ 2024
373
აპრ 23 სამ 2024
454
აპრ 23 სამ 2024
512
აპრ 23 სამ 2024
669
აპრ 17 ოთხ 2024
533