განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად სწავლა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლაში დაიწყო. დმანისის №1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მიულოცა. გოგი ბარბაქაძე - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ,,გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მინდა თითოეულ თქვენთაგანს ვუსურვო ახალი ენერგიითა და შემართებით სწავლის გაგრძელება. იმედს გამოვთქვამ, რომ საჯარო სკოლებში მიღებული ზოგადი განათლება ნაყოფიერი აღმოჩნდება ყველა თქვენთაგანისთვის და სწორედ თქვენგან აღიზრდება ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი მამულიშვილები”. სწავლა ყველა სკოლაში ღონისძიებით დაიწყო, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები. ყველა სკოლის დირექციამ საზეიმო ღონისძიებით მიულოცა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, აგრეთვე ისაუბრეს გასული წლის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე. სწავლის დაწყება N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლერი ბერუაშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა, გამგებლის მოადგილე დავით ფეტვიაშვილი დმანისის რესურსცენტრის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა N3 საჯარო სკოლაში, ხოლო დმანისის რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში დაესწრო საზეიმო ღონისძიებას. დმანისის მუნიციპალიტეტში 311 პირველკლასელი დარეგისტრირდა. პირველკლასელებს ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად პორტატული კომპიუტერებიც გადაეცათ. ბუკებში ჩატვირთულია სასწავლო პროგრამები და თამაშები, რომლებიც ხელს შეუწყობს პატარებს უკეთ აითვისონ სასწავლო მასალა და ისწავლონ ხალისით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით ახალი სასწავლო წელი ყოველ წელს 15 სექტემბერს დაიწყება.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა თითოეულ პატარას, მათ მშობლებს და პედაგოგებს მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება
15 სექ 2016
მნახველთა რაოდენობა: 2927
სიახლეები
მაი 09 ხუთ 2024
277
მაი 02 ხუთ 2024
685
მაი 02 ხუთ 2024
504
მაი 01 ოთხ 2024
720
მაი 01 ოთხ 2024
662
აპრ 25 ხუთ 2024
691
აპრ 23 სამ 2024
699
აპრ 23 სამ 2024
805
აპრ 23 სამ 2024
923