მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამხმარე ეტლებთან ერთად საკვები პროდუქტებიც გადასცეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლერი ბერუაშვილმა, გამგებლის მოადგილემ არიფ სულეიმანოვმა, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მეგი ედიბერიძემ და გამგებლის წარმომადგენელმა ქალაქ დმანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ემზარ პეტრიაშვილმა პირადად მოინახულეს ქალაქ დმანისში ვაჟა ეზეიშვილის, სოფელ ბოსლებში გიორგი იასაღაშვილის, სოფელ ტნუსში რაგიმ კასიმოვის ოჯახები და გადასცეს გადაადგილებისათვის დამხმარე სავარძელ-ეტლებთი, ასევე საკვები პროდუქტები.
სავარძელ-ეტლები დმანისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კოორდინაციით მუნიციპალიტეტის გამგეობას გადმოსცა საერთაშორისო ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“.
გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მეგი ედიბერიძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადგილზე მიაწოდა ინფორმაცია სავარძელ-ეტლის მორგების წესებზე.
საკვები პროდუქტები გადასცეს ასევე საქართველოს უსინათლოთა კავშირის დმანისის ფილიალის 27 წევრს.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სავარძელ - ეტლები და საკვები პროდუქტები გადასცეს
07 დეკ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4316
სიახლეები
მაი 09 ხუთ 2024
276
მაი 02 ხუთ 2024
685
მაი 02 ხუთ 2024
504
მაი 01 ოთხ 2024
720
მაი 01 ოთხ 2024
662
აპრ 25 ხუთ 2024
691
აპრ 23 სამ 2024
699
აპრ 23 სამ 2024
805
აპრ 23 სამ 2024
923