დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2022-06-03

დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერიის ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებით, აღნიშნული კამპანიის მიზანია მოსახლეობის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა, სუფთა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

ვრცლად
2022-06-01

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები, მათ მზრუნველობაში მყოფ ბენეფიციარებს პირადად ესტუმრნენ, მიულოცეს დღევანდელი დღე და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ვრცლად
2022-06-01

ბავშვებს ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მიულოცა. საზეიმო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში გაიმართა. ბავშვებმა შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდა.

ვრცლად
2022-05-31

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ავსტრიის ელჩმა თომას მიულმანმა და იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარემ, იულია ხარაშვილმა, დღეს „მხარდაჭერის სახლის“ დმანისის ფილიალი გახსნეს.

ვრცლად
2022-05-31

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშომლებს პოლიციის დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა სამშობლოს ღირსეული მსახურებისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ვრცლად
2022-05-25
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი კულტურულ მრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ.კულტურული მრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა ღონისძიება, სადაც ცენტრის მოსწავლეებმა, პერფონმანსის სახით, მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურა წარმოადგინეს.2001 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კულტურული მრავალფეროვნების განვითარების საყოველთაო დეკლარაცია შეიმუშავა, რის საფუძველზეც 2002 წლის 21 მაისს მიიღეს გადაწყვეტილება, ყოველი წლის ამ დღეს აღნიშნონ კულტურული მრავალფეროვნების დღე დიალოგისა და განვითარებისთვის.
ვრცლად
2022-05-25
დმანისის სამუსიკო სკოლაში, ევროპული კვირეულის ფარგლებში კონცერტი გაიმართა, სადაც ამავე სკოლის აღსაზრდელებმა, ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.
ვრცლად
2022-05-26

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებები დმანისის ნაქალაქარზე, ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. 

ვრცლად
2022-05-23
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN - ის პროექტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის შესახებ, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში განახორციელებს და ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს სხვადასხვა მიმართულებით.
ვრცლად
2022-05-20
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, პირველ მოადგილესთან კახა პეტრიაშვილთან ერთად სოფელ გომარეთის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სკოლაში გამართულ ბოლო ზარს დაესწრო. მან მეთორმეტე კლასელებს, სიმბოლური საჩუქრებით სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა.
ვრცლად
2022-05-18
2016 წლიდან 18 მაისს, საქართველოს მასშტაბით ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ამ დღეს ტრადიციულად დმანისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით თავისუფლების ხეივანში საზეიმო მსვლელობა მოეწყო. მასში მონაწილეობდა გია ტატიშვილის სახელობის ბავშვთა სანიმუშო, სახალხო ანსამბლი მართვე და დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ვრცლად
2022-05-18

ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დღეს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ვრცლად
2022-05-17

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ერასმუს+ საინფორმაციო ცენტრისა და SALTO EECA-ს მხარდაჭერით, ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებთან შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა თემაზე ევროპული ქარტია ადგილობრივი ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ, ახალგაზრდული გაცვლითი/მოხალისეობრივი პროგრამები და მათი შესაძლებლობები, რომელსაც "ახალგაზრდული ასოციაცია დრონის" წარმომადგენელი უძღვებოდა, შეხვედრის ფარგლებში უცხოელმა მოხალისეებმა დმანისელ ახალგაზრდები შემეცნებითი თამაშებით გაახალისეს.

ვრცლად
2022-05-17

"ბოლნისის ყოჩები" და მათ ბაზაზე დაფუძნებული "დმანისის ყოჩების" აღსაზრდელი ანდრია ყულიაშვილი 4-8 მაისს, მონაკოს პრინცესას ეგიდით ჩატარებულ "Saint Devotees" ტურნირზე იმყოფებოდა. ტურნირძი მონაწილეობას იღებდა 17 ქვეყანა.

ვრცლად
2022-05-16

სოფელ ვარდისუბნის მინი სტადიონზე დმანისის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებს შორის ფრენბურთის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპელქტებული შერეული გუნდები იღებდნენ.

ვრცლად
2022-05-16

ეტალონის პროექტების ხელმძღვანელი, გოჩა ტყეშელაშვილი სამუშაო ვიზიტით დმანისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. რომელმაც ერთობლივი ინიციატივით დაბეჭდილი წიგნი, “პირველკლასელთა აკადემია” გადასცა მერიას.

ვრცლად
2022-05-06
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ოროზმანის ადმინისრაციული ერთეულში მცხოვრებ ქალთა პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
საბჭოს წევრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საბჭოს საქმიანობის ფუნქციები, მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები, ისაუბრეს სხვადასხვა სახის გამოწვევებზე, რომლებიც სოფელში მცხოვრებ ქალებმა დააყენეს საბჭოს წინაშე და მათი გადაჭრის გზებზე.
ვრცლად
2022-05-13
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა, პანტიანის ტბის მიმდებარედ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. კობა მურადაშვილმა ახალგაზრდებს გააცნო დმანისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროგრამები და დაგეგმილი პროექტები.
ვრცლად
2022-05-10

7 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში ‘შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას' პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2022-05-09

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და სასულერო პირებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ დმანისში პანტიანის ტბასთან მდებარე გმირათა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ვრცლად
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
თებ 24 სამ 2026
973