კობა მურადაშვილმა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ხმალაძემ სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგს, გაშამ სულეიმანოვს, სამხატვრო სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის, მერიის სახელით მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მოქალაქეები ტრადიციულად კობა მურადაშვილმა მიიღო და მოისმინა ის საკითხები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, პირველ მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან ერთად, ახლადშექმნილ ახალგაზრდულ სათათბიროს წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მათ სამომავლო მიზნები გააცნო და აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, მუნიციპალური პროგრამები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზები.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მელიორაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ხორხორის, მთისძირის და პანტიანის წყალსაცავის რეაბილიტაციის საჭიროებაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა-შესწავლის პროცესი. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი და მერის თანაშემწე თურალ ვალიევი.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე და დასრულების ვადებზე.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოქალაქეთა მიღება გამართა. მსგავსი შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის დროსაც მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოახლოებული აღდგომის დღესასწაული წინასწარ მიულოცა. მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები პირადად ესტუმრნენ და სააღდგომო ნობათი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ100 ოჯახს გადასცეს.
დღეს, "ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საკონცერტო დარბაზში, სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი-კობა მურადაშვილი დაესწრო და საზოგადოებას მისალოცი სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ისტორიკოსმა, პროფესორმა და დმანისის საპატიო მოქალაქემ, ჯუმბერ კოპალიანმა, 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით შემდეგი საკითხები განიხილეს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გაწეული სამუშაოების განხილვა და უახლესი, დასაგეგმი აქტივობების დაგეგმვა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, თანაშემწესთან თურალ ვალიევთან, პირველ მოადგილესთან კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, მათი საჭიროებები პირადად მოისმინა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მათთან ერთად იმსჯელა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ამოქმედდა ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ადგილობრივ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ერთ ჰექტრამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სრულიად უსასყიდლოდ დაუმუშავებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ერთად კულტურისა და დასვენების სკვერში არსებული საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისში პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერიის განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით შეჯიბრი ,,გეზრბენში’’გაიმართა. ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, მონაწილეობდნენ. შეჯიბრში გოგონებმა 600 და ბიჭებმა 800 მეტრ დისტანციაზე ირბინეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
487
თებ 24 სამ 2026
973
თებ 14 შბ 2026
1056

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















